"1400-მდე მოსწავლეა ონლაინ სწავლებაზე"

2022-01-17 19:30:02

რუსთავის სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს აქვთ საშუალება შვილებისთვის დისტანციური სწავლების მოდელი აირჩიონ, ხეჩიკაშვილის თქმით, ამ ამ ფორმით სწავლის გაგრძელებაზე მათ 1400-მდე მშობელმა მიმართა.

"დღეის მონაცემებით, 1400-მდე მოსწავლეა, რომლებიც მშობლის სურვილით ან საკუთარი სურვილითა ონლაინ სწავლებაზე არიან",- განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დაწყებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა გეგმური ტესტირებაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები