ბრიტანელ ტურისტს სცემეს

2022-01-17 11:58:23

ქუთაისში ბრიტანელი ტურისტს სცემეს.

ნაცემი ტურისტის ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთი კვების ობიექტში პირსინგის გამო დაიწყო. მოგვიანებით კი უცნობი მამაკაცი ტურისტს ქუჩაში დახვდა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.