"მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელ. ენერგიის ნაზარდს"

2022-01-17 11:05:31

საქართველოს პრემიერ-მინისგტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მილიონამდე ადამიანს ელექტრო ენერგიის ნაზარდს დაუსუბსიდირებს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელ. ენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები სოციალური ქულის მქონე მოსახლეობას, რაც მილიონამდე ადამიანს შეადგენს ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება იანვრიდან და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.