ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

2022-01-16 20:23:47

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 35 წლამდე ქალი გარდაიცვალა, ის კლინიკაში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

შემთხვევა 6 იანვარს, ლიკანთან მოხდა. მსუბუქ ავტომობილში, რომელიც დამცავ კედელს შეეჯახა, 5 ადამიანი იმყოფებოდა. 35 წლამდე ქალი ყველაზე მძიმედ დაშავდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, კლინიკაში შეყვანის შემდეგ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც 10 დღე მართვით სუნთქვაზე, ნეიროქირურგიულ კლინიკაში იმყოფებოდა.