მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

2022-01-16 14:14:29

ლაგოდეხში 35 წლამდე ქალის გარდაცვალების ფაქტზე, მისი ყოფილი მეუღლე, 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, კაცმა სავარაუდოდ, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბუნებრივი აირი გაუშვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში გუშინ 3 შვილის დედა გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად, მისი გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია სახელდებოდა.