როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ბაღებში

2022-01-16 12:54:39

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესს 17 იანვრიდან განაახლებს.

"ბაგა-ბაღების ყველა ფილიალი სრულ მზადყოფნაშია. ჩავატარეთ ტესტირება და არანაირი პრობლემა არ არის. სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.