რუსთავში 30-მდე ჭის სახურავი მოიპარეს

2022-01-19 19:25:38

რუსთავში 30-მდე ჭის სახურავი მოიპარეს.

ქურდობის ფაქტები ძირითადად ძველ რუსთავში ფიქსირდება.

ასევე მოპარულია სარდაფების საჰაეროების რკინის გისოსები.

არსებული ინფორმაციით, კანონდამრღვევები ჭის სახურავებს ჯართის მიმღებ პუნქტებში აბარაბენ, სადაც შესაბამის გასამრჯელოს იღებენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.