რა მოხდა რუსთავში წვეულებაზე

2022-01-16 00:46:53

ახალი დეტალები რუსთავში გარდაცვილი არასრულწლოვანი ბიჭის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ასფიქსია გახდა. რამ გამოიწვია სუნთქვის უკმარისობა, ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მეზობლების თქმით, არასრულწლოვნები წვეულებაზე სავარაუდოდ ალკოჰოლურ სასმელებსა და მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ.

არასრუწლოვანმა თავი შეუძლოდ იგრძნო, ბინა დატოვა, კორპუსის ეზოში ჩავიდა და ერთერთ ავტოფარეხთან მივიდა. ადგილობრივების ინფორმაციით ბიჭმა სავარაუდოდ ინტოქსიკაცია მიიღო და სუნთქვა უჭირდა. თავდაპირველად მეგობრები შეეცადნენ მის დახმარებას თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი 112-ში დარეკეს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი დაახლოებით 10 წუთში მივიდა თუმცა არასრუწლოვანი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევა 14 იანვარს, დილის 7 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და ბიჭებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა არ დასტურდება.

გარდაცვლილი თოდრიის ქუჩაზე ცხოვრობდა და ის #17-ე სკოლის მოსწავლე იყო.

არასრულწლოვნები ნაქირავებ ბინაში ძველით ახალწელს აღნიშნავდნენ.