რუსთავის მერი კოვიდინფიცირებულია

2022-01-15 13:50:43

რუსთავის მერი კოვიდინფიცირებულია.

ქალაქის მერი უკვე კვირაზე მეტია, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება.

"უკვე კვირაზე მეტია, რაც ვირუსი დამიდასტურდა. კოვიდ19 დაუდასტურდათ ბავშვებს და ჩემს მეუღლეს. ამ დროისთვის, ვიმყოფები სახლში და ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მიმდინარე სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკეთ ვართ და ვგეგმავ, რომ სამსახურს ორშაბათს დავუბრუნდე", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ნინო ლაცაბიძემ.