დენის მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა

2017-09-04 12:23:22

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში დენის მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ, მე-20 მიკრორაიონის ნომერ 14 ბინაში, მრიცხველებზე ცეცხლის გაჩენა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ადგილზე სახანძროს ეკიპაჟი იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.