გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 იანვარს:
11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს შარტავას, სპორტის ქუჩებზე, მე-20 მიკრორაიონში.
12:00-დან 13:00 საათამდე - მე-7, მე-7ა, მე-7 ბ, მე-17, მე-8, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, შარტავას, კიროვაკანის ქუჩებზე.
13:00-დან 14:00 საათამდე - მომხმარებლებს მე-20, 21-ე, შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის, 9 მაისის ქუჩაზე, მარცხენა სანაპიროზე.
14:00-დან 15:00 საათამდე - მომხმარებლებს შარტავას, ლომოურის, ლეონიძის, ტაშკენტის, მესხიშვილის, მეგობრობის, მურმან ლებანიძის ქუჩებზე,მე-7ა, მე-7, მე-7 ბ, მე-14, მე-15 მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.