საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 42 წლის მამაკაცს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს სხვა მუნიციპალიტეტში საქონლის შესაძენად წავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ ახლობლებმა პოლიციას უკვე აცნობეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.