ავარია კოსტავას ქუჩაზე, ერთმანეთს სასწრაფოს ეკიპაჟი და "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდიოდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულოს ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.