გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე; 12:00-დან 13:00 საათამდე - რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, თოდრიას ქუჩებზე; 13:00-დან 14:00 საათამდე: მე-7 და მე-7ა მიკრორაიონებში, შარტავას, ლომოურის, თოდრიას ქუჩებზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.