დეკემბრის თვეში კორონავირუსული ინფექციით რუსთავის სამ კოვიდკლინიკაში 70 ადამიანი გარდაიცვალა.
სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.
კლინიკა "რუსთავში" კოვიდინფექციას დეკემბერში 35 პაციენტი ემსხვერპლა.
18 ადამიან გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 52 წლის მამაკაცი. მისივე ცნობით, გარდაცვლილს შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არცერთ მათგანს არ ჰქონია გაკეთებული.
17 პაციენტი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.