მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2022-01-11 00:36:45

11 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით  +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 11 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით  +8, +13 გრადუსი იქნება.  

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 11-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვარიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 იანვარი +15°C, 8 იანვარი +14°C, 13 იანვარი +8°C, 14 იანვარი +6°C.