კორონავირუს რუსთავის კლინიკებში 3 პაციენტი ემსხვერპლა

2022-01-10 18:42:43

რუსთავის კოვიდკლინიკებში ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსს სამი პაციენტი ემსხვერპლა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებებში განუცხადეს.

80 წლამდე ქალი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე თანმხლები დაავადებები.

77 წლის მამაკაცი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. კლინიკური დირექტორის, მანანა კაპანაძის ცნობით, ინფიცირებულს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

კლინიკა "რუსთავში" კორონავირუსს 67 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.