ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2022-01-10 18:30:40

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "შკოდას" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის მოაჯირს შეეჯახა, გაანგრია და ბორდიურზე ავარდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები