საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირაში ელოდება ქვეყანაში "ფაიზერის" და "მერკის" წარმოების ანტივირუსული მედიკამენტების მიღებას.
"ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობას. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება "ფაიზერის" და "მერკის" წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ ეფექტიანია", - განაცხადა 10 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
რა ოდენობის მედიკამენტების მიღებას ელოდება ქვეყანა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.