რუსთავში, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "სუბარუსა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.