პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2022-01-09 13:11:23

საგარეჯოში პოლიციამ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა ქალაქის მთავარ ქუჩაზე დამონტაჟებულ სცენაზე ასვლას ცდილობდა.

პოლიციასა და ახალგარზდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, დაკავებულია 2 პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.