რუსთავში სასწრაფოს ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVII მიკრორაიონში 40 წლამდე ქალი შეუძლოდ გახდა, რა დროსაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. ბინაზე მისულ ექიმებსა და ოჯახის წევრებს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა.
არსებული ინფორმაციით ეკიპაჟის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მათი ავტომობილი დააზიანეს.
ამ დროისთვის ექიმები და პაციენტის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან.
რუსთავის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.