შობის დღეს დაბადებული რუსთაველი ბავშვები

2022-01-08 12:54:43

2022 წლის 7 იანვარს კლინიკა რუსთავში 4 ბავშვი დაიბადა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, შობის დღეს დაბადებულებს შორის ორ-ორი მამრობითი და მდედრობითი სქესის ბავშვები არიან. პირველი ახალშობილი 10:40 საათზე დაიბადა.

აფციაური - დაიბადა 4000 გრამი და 50სმ, მამრობითი სქესი

ხუციშვილი - დაიბადა 3500 გრამი და 52 სმ, მდედრობითი სქესი

ეგრისელაშვილი - 4130 გრამი და 51 სმ, მდედრობითი სქესი

კურტანიძე - 3920 გრამი და 54 სმ, მამრობითი სქესი

რუსთავის სამშობიარო სახლში შობის დღეს მშობიარობა არ დაფიქსირებულა.