პოლონეთში ძარცვისა და ყაჩაღობის, ასევე დანაშაულში თანამზრახველობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით 3 მათგანი, თანამზრახველობისთვის კი ერთი საქართველოს მოქალაქეა დაკავებული.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარაღებულმა ქართველმა ახალგაზრდებმა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ოსტომბრასკას ქუჩაზე, პოლონეთის ორი მოქალაქე გაძარცვეს. მათ დანის მუქარით მობილური ტელეფონი და 2 ათასი ზლოტი გაიტაცეს.
როგორც ირკვევა, ისინი მსხვერპლს ღამის კლუბის ტერიტორიაზე არჩევდნენ, მათ უკან მიჰყვებოდნენ და დანის მუქარით ძარცვავდნენ.
პოლონეთის პოლიციას 1 კვირა დასჭირდა მძარცველების ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად. სამართალდამცველებმა ისინი ზიელონკას უბანში აიყვანა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
ცნობილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან.
"ქართული დანის ბანდა" ასე შეარქვა მედიამ დაჯგუფებას.