რუსთავში დედა 4 შვილზე ძალადობდა

2022-01-08 00:08:21

რუსთავში დედა 4 შვილზე ძალადობდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით XVII მიკრო-რაიონში, 40 წლამდე ქალი, 4 არასრწულწლოვანზე (2-დან 10 წლამდე ბავშვებზე) თითქმის ყოველდღიურად ძალადობდა. დედა შვილებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის ბავშვები უკვე განარიდეს და გადაიყვანეს ერთერთ თავშესაფარში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.