თბილისში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 27 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ახლობლებმა გვიან ღამით იპოვეს.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.
ირკვევა, რომ 27 წლის სტუდენტი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდნმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გარდაცვლილის მშობლებმა მას შემდეგ დაიწყეს გოგოს ძებნა, რაც მან ახლობლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ადგილზე მისულებს კი ბინაში ცხედარი დახვდათ.