ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.
როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 4 თვის ჩვილი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და მმართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"გარდაიცვალა 4 თვის ჩვილი, უმძიმესი კომბინირებული მანკით. რომ შემოვიდა 31 დეკემბერს, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა მას შემდეგ", - აცხადებს მაია ჩხაიძე.
მისივე განმარტებით, ბოლო 1 კვირაში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა.