"New one-ის" კონცერტი რუსთავში

2022-01-04 20:34:42

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერში პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებული კონცერტი გაიმართა.

რუსთაველებისთვის მუსიკალური ნომრები "New one" და ბენდმა შეუსრულა, რომლითაც რუსთავში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა.

რეკრეაციულ სივრცეში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც ბავშვების გართობაზე ანიმატორებმა, ილუზიონისტებმა და თოვლის ბაბუამ იზრუნეს. მოეწყო დრამერების და ოჩო ფეხების კოსტიუმირებული მსვლელობა.