ციციშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ციციშვილის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.
ჩვილი 1 თვის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იყო.
ბავშვს კოვიდინფექცია, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან გადაედო, რომლებიც ასევე, ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა ისინი გამოჯანმრთელდნენ.