საახალწლო ღონისძიებები რუსთავში [photo]

2022-01-04 17:10:54

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერმა პრემიერ-მინისტრის მიერ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.

რეკრეაციულ სივრცეში მოწყობილ სცენაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს "რანინას" მონაწილეებმა, მათ შორის ევროვიზიის მონაწილე ნიკო ქაჯაიამაც.

ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძეც.

"გრძელდება საახალწლო ღონისძიებები. დღეს არის პრემიერის საჩუქარი ჩვენს ქალაქსა და რუსთაველებს. ძალიან დატვირთული იყო ახალგაზრდობის პარკში მთელი დღე. პატარებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა მსგავსი ღონისძიებები. მინდა მივულოცო ახალი წელი და დამდეგი შობა ჩვენს რუსთაველებსა და საქართველოს",- განაცხადა ლაცაბიძემ.

რუსთაველი ბავშვების გამხიარულებაზე იზრუნეს სხვადასხვა ანიმაციურმა გმირები, ილუზიონისტებმა. მოეწყო დრამერების და ოჩო ფეხების კოსტიუმირებული მსვლელობა.

თოვლის ბაბუამ კი პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

6 საათზე რუსთაველებს ჯგუფი "New One" უმღერებს და ამით დასრულდება საახალწლო ღონისძიებები რუსთავში.