როდის აღდგება წყლის მიწოდება

2017-09-02 11:15:35

რუსთავში, მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს წყლის მიწოდება გუშინ, 22:00 საათზე შეუწყდა და წყალმომარაგება დღეს, 2 სექტემბერს, დილის 9:00 საათზე უნდა აღდგენილიყო, თუმცა წყლის მიწოდების აღდგენის დრომ გადაიწია.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "რუსთავის წყალში" განუცხადეს, წყალმომარაგება 14:00 საათიდან აღდგება.