ქვემო ქართლში ომიკრონის პირველი შემთხვევა დადასტურდა

2022-01-05 00:05:25

ქვემო ქართლში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ლალი დეკანოსიძემ განუცხადა, ინფიცირება ბოლნისში არასრულწლოვანს დაუდასტურდა, რომელიც მკურნალობას სახლში გადის, რადგან დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

მოზარდის ინფიცირება ახალი შტამით, სავარაუდოდ, სხვა რეგიონში სპორტულ ღონისძიებაზე  მოხდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ომიკრონის 148 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები