ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

2022-01-03 16:30:13

ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ კორტანეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედაგადაც ერთი ქალი გარდაიცვალა ხოლო დაშავებულია ოთხი ადამიანი, ისინი ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე