რუსთავში მამაკაცი მანქანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომობილში 50 წლამდე მამაკაცი იპოვეს რომელის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, შემდეგ კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი ნარკოკომაში იმყოფებოდა, მისი გადარჩენა მოხერხდა.