"ხარები" VS "ჯიქი"

2017-09-01 20:04:54

სარაგბო გუნდი "ხარები" დიდ 10–ში დაბრუნდა. რუსთავის სარაგბო სტადიონმა დღეს 2017-18 წლის სეზონის I ტურის პირველ მატჩს უმასპინძლა. 

ერთმანეთს რუსთავის "ხარები" და  ჩემპიონი გუნდი "ჯიქი" დაუპირისპირდნენ. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და საბოლოოდ ანგარიშით  27:21 "ხარების"  სასარგებლოდ დასრულდა.