"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები უკვე მეორე დღეა რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ.
საკრებულოს შენობაში დეპუტატები 09:30 საათზე შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ დარბაზში შესვლის საშუალება ისევ არ ეძლევათ, ადგილზე კი თანამშრომლები არ არიან.
"აქ ვართ საკრებულოში და დღეს სამუშაო ადგილას არ არის საერთოდ არცერთი ადამიანი. ვრეკავთ, არ გვპასუხობენ", - აცხადებს ალეკო ბერიძე.