მიწისძვრა ქვემო ქართლში

2021-12-31 01:13:29

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 00:04 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი წალკის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთით, 16 კმ.-ში, სოფელ მამიშლარი იყო.