მანქანა აფეთქდა

2021-12-30 21:46:33

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფლების შრომისა და ნატანების საზღვარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა და იქ მყოფი ორივე მამაკაცი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ავარიამდე საჭესთან მჯდომს გულის შეტევა მოუვიდა, რამაც ავარია შემთხვევა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სიძე-სიმამრია.