რუსთავის ახალგაზრდობის პარკში წინაასახალწლო კონცერტი მიმდინარეობს.
კონცერტი "რეგიონმა" გახსნა, შემდეგ კი, რუსთაველებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე "გუფი ლენდი" იზრუნებს. გამომსვლელების მიერ ახალგაზრდობის პარკში მუსიკალური ნომრების სრული რეპერტუარი შესრულდება.
რეკრეაციულ სივრცეში ასევე იმყოფებიან ანიმატორები, რომლებიც ბავშვების გართობაზე ზრუნავდნენ.
შეგახსენებთ, ორი საახალწლო კონცერტი რუსთავს საზოგადოება "რუსთავალებმა" აჩუქა.
ახალგაზრდობის სკვერში 4 იანვარს კიდევ ერთი მუსიკალური ღონისიება, ამჯერად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართება.
კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება და ნომრებს New One და ბენდი შეასრულებს.