რუსთავის საკრებულოში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

2021-12-30 18:10:02

რუსთავის საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციაა გამოძახებული.

ადგილზე სამართალდამცავები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა გამოიძახეს, რომლებიც აცხადებენ, რომ საკრებულოს დარბაზში შესვლის და იქ სამუშაო ფორმატში შეხვედრის გამართვის საშუალება არ ეძლევათ.

მათივე თქმით, საკრებულოს აპარატში განუმარტეს, რომ დარბაზში შესვლას ელექტროენერგიასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შეძლებდნენ, თუმცა დეპუტატების თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმეს შესაბამის თანამშრომელთან და გაარკვიეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესასვლელი კარი დაკეტილია. დეპუტატები ამ დრომდე რჩებიან შენობაში  და ელოდებიან, როდის მიეცემათ სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალება.