იმოძრავებს თუ არა ახალი წლის დღეებში რუსთავის მუნციპალური ტრანსპორტი

2021-12-30 17:48:01

1 და 2 იანვარს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები ქალაქში შეზღუდული რაოდენობით ივლის, ასევე გაზრდილი იქნება ავტობუსების მოძრაობის ინტერვალიც, ხოლო 3 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მერიის ტრანსპორტის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა დაჩი გიორგაძემ განუცხადა.

"განრიგი არ იცვლება. 1 და 2 იანვარი შაბათი-კვირა უწევს, შესაბამისად, შეზღუდული რაოდენობა იქნება ავტობუსების, აქედან გამომდინარე გაზრდილი იქნება მოძრაობის ინტერვალიც. 3 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას",- განუცხადა "ინფო რუსთავს" დაჩი გიორგაძემ.