საახალწლო სამზადისი რუსთავში [photo]

2021-12-30 17:22:08

2 დღეც და მსოფლიო ახალ 2022 წელს შეეგებება.

საახალწლო სამზადისი რუსთავის ყველა კუთხეში იგრძნობა. ქუჩებში გახშირებულია ხალხის გადაადგილება. რიგებია ბანკებთან, აგრარულ ბაზრებთან და სუპერმარკეტებში.

პანდემიის მიუხედავად, ხალხმრავლობა მთელი დღის განმავლობაში შეიმჩნევა. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ახალი წლის მოსვლამდე, მით უფრო მატულობს ხალხის რაოდენობაც.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" მოამზადა ფოტორეპორტაჟი "საახალწლო სამზადისი რუსთავში"

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები