2022 წლის შესახვედრად სამზადისი კულმინაციურ ეტაპზეა, ახალ წლის დადგომამდე 2 დღეა დარჩენილი.
რუსთავის აგრარული ბაზრები, დიდი თუ პატარა სუპერმარკეტები პანდემიის მიუხედავად ხალხითაა გადაჭედილი.
საინტერესოა, რა ღირს პროდუქტები, რომლებიც საახალწლო სუფრის გასაწყობად დაგჭირდებათ.
ნიგოზი - ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, რომლითაც ბევრ კერძს ვაკეთებთ. 1კგ ნიგოზის ფასი ბაზარსა თუ სუპერმარკეტებში 30 ლარიდან იწყება და 35 ლარამდე ადის.
ღორის ხორცი - შემწვარი გოჭი და ზოგადად ღორის ხორცი, ნიგოზივით ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. 1კგ-ს ფასი 14 ლარიდან იწყება.
გოჭი - მინიმუმ 150 ლარი
ძროხის ხორცი - 1 კგ-ს ფასი 17 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე ადის.
თევზი - მისი ფასი სახეობების მიხედვით განსხვავებულია, საშუალოდ თევზის ფასი 12- ლარიდან იწყება და 30-მდე ადის.
ქათმის ხორცი - 1კგ-ს ფასი საშუალოდ 7,5 ლარია.
ცოცხალი ინდაური - 70 ლარიდან იწყება მისი ფასი და 90 ლარამდეც ადის.
ყველი - 1კგ 16 ლარიდან იწყება და 30 ლარამდე ადის.
ქამა სოკო - 9-10 ლარი
ფასები წინა წლებთან შედარებით თვალსაჩინოდ გაზრდილია. ISET-ის შეფასებით, ქვემო ქართლში საახალწლო სუფრის გაშლა მინიმუმ 183 ლარი უჯდებათ.