2022 წელი ლურჯი წყლის ვეფხვის წელია. საახალწლო სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია. მათთვის ვისთვისაც, მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრა ისე გააწყოს, როგორც ვეფხვის წლისთვისაა შესაფერისი, რამდენიმე რჩევა გვაქვს.
რა არ უნდა იდოს საახალწლო სიფრაზე?
ვეფხვს ცხარე და ზედმეტად მწარე საკვები არ უყვარს. ასევე, არ უყვარს ცხვრის ხორცი, თუ მაინცდამაინც ცხვარი ძალიან გიყვართ, საახალწლო სუფრაზე მცირე რაოდენობით იყოს. თევზეულის დიდი მოყვარული არ არის, მაგრამ ესეც ნაკლებად, შესაძლოა, ხიზილალას სახითაც იყოს წარმოდგენილი. დათვს უყვარს თევზი, ვეფხვს – არა.
აღსანიშნავია, რომ ვეფხვს ბრინჯი არ უყვარს. თუ საერთოდ არ იქნება ეს საახალწლო სუფრაზე, კარგი იქნება. ხორცეული, ტკბილეული ნებისმიერი რაოდენობით, მამა-პაპური საცივი, ჩურჩხელები, ეგზოტიკური საჭმელებიც კი დასაშვებია. ვეფხვი ანანასზე და ბანანზე უარს არ ამბობს.
სუფრაზე არ უნდა იყოს ლუდი, სუნზეც კი სხვა თავს მხარეს ატრიალებს. 31-ში და პირველში თავი შეიკავეთ, დანარჩენ დღეებში მიირთვით.