წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, მგელმა სამი ადამიანი დაკბინა.
არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი კაცია.
დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკურმა დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ, მათ ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდათ, გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია.
მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.