რუსთავში 107 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა [photo]

2021-12-30 11:30:45

რუსთავში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 107 ოჯახს დაუკანონდა, ბინები მათ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ საკუთრებაში.

ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლი გადასცეს.

ლაცაბიძის თქმით, ეტაპობრივად ეს პრობლემა არცერთ ოჯახს აღარ ექნება რუსთავში.

"რუსთავში ვაგრძელებთ ბინების დაკანონებას. დღე პრემიერის გადაწყვეტილებით კიდევ 107 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში იმ ფართებს, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ. გავაგრძელებთ პროცესს და ვფირობ, რომ ძალიან მალე აღარ გვეყოლება ოჯახი, რომელიც დაკანონების პრობლემის წინაშე იქნება", - განაცხადა ლაცაბიძემ.

რუსთავში, ბოლო ერთ წელიწადში, უკვე 500-მდე ოჯახს გადაეცა ბინა საკუთრებაში.

რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ფართების დასაკანონებლად საჭირო პროცედურები კიდევ 150 განაცხადზე მიმდინარეობს.

იმ 107 ოჯახს, კი ვისი ფართის დაკანონების შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.