ხმაური რუსთავი მოლში [ვიდეო/video]
მიწისქვეშა სადგომიდან ათობით ავტომობილი გამოსვლას ვერ ახერხებდა.
მძღოლები დაახლოებით 1 საათი ტერიტორიას ვერ ტოვებდნენ.
საცობის გამო ზოგიერთმა მძღოლმა წესრიგის დარღვევა გადაწყვიტა რასაც კამათი და სისტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
პრობლემა 20 საათიდან 22 საათამდე პერიოდში დაფიქსირდა.
მძღოლების ნაწილი აცხადებს რომ პარკინგის შესვლა-გასვლის სისტემა მოუწესრიგებელია, გარდა ამისა სადგომს არ გააჩნია ალტერნატიული გასასვლელი.
აღნიშნული პრობლემის გამო ავტომობილების შეყვანა დროებით შეიზღუდა, 23 საათისთვის კი სიტუაცია განიმუხტა.