ჟინვალის წყალსაცავში ავტობუსის გადავარდნის შედეგად დედა და მისი 12 წლის შვილი გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ჟინვალთან მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის 70 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.