"ხშირად ტრაგედიად იქცევა ეს ბედნიერი საღამო"

2021-12-29 17:33:34

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად განაკუთრებით აქტუალური ხდება პიროტექნიკის არასწორად მოხმარების საკითხი, რაც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს.

ექიმები მოქლაქეებს მოუწოდებენ, არ გამოიყენენ პიროტექნიკა, ან გამოიყენონ მხოლოდ ინსტრუქციის დაცვით.

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, აუცილებელია ინტრუქცია ყურადღებით წავიკითხოთ და რაც მთავარია, ასაფეთქებლები ბავშვებს არ ვანდოთ.

"ვთხოვ ყველას, ვინც უკვე შეიძინა ან აპირებს სხვადასხვა ასაფეთქებლის ყიდვას საახალწლო ზეიმის შესაქმნელად, იყავით ფრთხილად, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ნუ ანდობთ ბავშვებს და თუ საერთოდ უარს იტყვით საახალწლოდ პიროტექნიკაზე, ძალიან კარგი იქნება ექიმებისთვისაც და თქვენთვისაც, რა თქმა უნდა.

ძალიან ხშირია ახალ წელს ხელის თითების ტრავმები და ტრაგედიად იქცევა ხოლმე ეს ბედნიერი საღამო. რადგან აკრძალული არ არის გამოყენება, ვერ მოსთხოვ ადამიანს, რომ ნებდართული საგანი არ შეიძინოს და არ მოიხმაროს, თუმცა დაიცავით ინსტრუქცია", - აცხადებს ჯანგულაშვილი. 

ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა უბედური შემთხვევა და ადამიანმა პიროტექნიკით დაზიანება მიიღო, უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა.

"პირველ რიგში უნდა შეიჩეროს სისხლდენა თუ აღენიშნება, დაზიანებული ადგილი მოიბანოს წყლით, წაისვას იოდი და გამოიძახოს სასწრაფო დახმარება", - აცხადებს ირაკლი ჯანგულაშვილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები