ქართველ ძიუდოისტს დისკვალიფიკაცია მისცეს

2017-09-01 13:40:31

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ნინო ოძელაშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს. ქართველი ძიუდოისტი ნიგერიელ ვინი გოფიტს ეჭიდავებოდა და წუთნახევრის შემდეგ ვაზარითაც იგებდა, თუმცა მსაჯებმა სწორედ ამ დროს შეამჩნიეს აქსესუარი და რამდენიმე წუთიანი თათბირის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტი შეჯიბრებიდან მოხსნეს. სპორტსმენს, სავარაუდოდ, ჯვარი ეკეთა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ყელსაბამებით, საყურით და სხვა აქსესუარებით გასვლა აკრძალულია.

ნახეთ ვიდეო.